აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 26 Second

მთავრობა AS-332 L1e ტიპის ვერტმფრენს ყიდის და სანაცვლოდ 3 ერთეულ სამაშველო შვეულმფრენს ყიდულობს.

გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 26 500 000 ევროა, რომელიც კომპანია Airbus Helicopters -თან გაფორმდება.

პირობის მიხედვით, Airbus Helicopters S.A.S თანახმაა 5.5 მლნ ევროდ შეიძინოს AS-332 L1e ტიპის ვერტმფრენი თავისი აღჭურვილობით. როგორც სასაზღვრო პოლიცია განმარტავს, Airbus თანახმაა შეღავათიან ფასად, მოაწოდოს საქართველოს H 145 ტიპის შვეულმფრენი (რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც საპოლიციო ასევე სამაშველო მისიებში) და შესაბამისი სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები. ამასთან AIRBUS-ი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შესაბამისი თანამშრომლების ტრენენგებს.

„H145 მცირე ზომის მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. იგი აღჭურვილია 2 ძრავით, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ვინაიდან ერთი ძრავის დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია მეორე ძრავმა აიღოს სრული დატვირთვა, მას გააჩნია დახურული კუდა ხრახნი, რაც უსაფრთხოების მხრივ უნიკალურია … და შეუძლია 6000 მეტრის სიმაღლეზე ოპერირება“, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში.

ახალი შვეულმფრენების მოწოდება შესაბამისი აღჭურვილობით მოხდება ეტაპობრივად კერძოდ: პირველი შვეულმფრენის მიღება 17 თვის, მეორე შვეულმფრენის – 19 თვის განმავლობაში, ხოლო, მესამე შვეულმფრენის 20 თვის განმავლობაში მოხდება.

შესყიდვისთვის საჭირო თანხა მობილიზებული იქნება ასევე ეტაპობრივად: სასაზღვრო პოლიციისათვის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში გადახდილი იქნება 15 700 000 ევროს ექვივალენტი ლარში, 5 500 000 ევროს ექვივალენტი ლარში გადახდილი იქნება Airbus Helicopters SAS-ის მიერ საპრივატიზებო თანხის ჩარიცხვის შემდგომ, ხოლო დარჩენილი 5.3 მლნ ევროს ექვივალენტი ლარში სასაზღვრო პოლიციისთვის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საკუთრებაში არსებული AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენი (რომლის პრივატიზაციაც იგეგმება) განკუთვნილია მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადასაყვანად, აღნიშნული შვეულმფრენის კომპლექტაცია არ იძლევა საშუალებას გამოყენებული იქნას პოლიციური და სამაშველო მისიებისთვის.

შეგახსენებთ, ე.წ “სუპერ პუმად” წოდებული შვეულმფრენი წინა ხელისუფლების დროს იყო შეძენილი.

“სუპერ პუმას” გაყიდვის გეგმაზე კიდევ ერთხელ ცნობილი გახდა 2022 წლის 29 აგვისტოს. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ ეს ვერტმფრენი ფუფუნებისთვის იყო განკუთვნილი.  

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები