მთავარის მთავარი ტყუილი

Read Time:1 Minute, 0 Second
მთავარის მთავარი ტყუილი.“ნაციონალურ მოძრაობასთან“  დაახლოებულმა პარტიულმა ტელევიზიამ საინფორმაციო გამოშვებაში მორიგი ტყუილი გაავრცელა,ტელეკომპანიამ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თანიაანთკარი,ყვავილი და მეზვრიაანთკარში ბუნებრივი მილების დაკარგვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს და ეს მილები ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტით იმისთვის შეიძინა,რომ ამ სამი სოფლისთვის გაზი უნდა მიეწოდებინა,უფრო მეტიც ჟურნალისტმა და რესპონდენტმა ჩართვის დროს თქვა,რომ მილები მოულოდნელად სოფლიდან გაქრა და ის სავარაუდოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა პირმა ოცნების კოორდინატორმა მოიპარა, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლება დუმს.
გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ,რომ აღნიშნული ინფორმაცია არის ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს,რადგან სოფელი  ყვავილი 2020 წელს გაზიფიცირდა , ხოლო თანიაანთკარი და  მეზვრიაანთკარი2017 წელს.მეზვრიაანთკარში და თანიაანთკარში სულ 124 აბონენტია.  ბუნებრივ აირს მოსახლეობა უკვე წლებია მოიხმარს,ხოლო ყვავილში მილების დაქსელვა დასრულებულია და ახლა მოსახლეობის ნებასურვილზეა დამოკიდებული გაზის სახლებში შეყვანა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ტყუილს,თითქოს მილები დუშეთის მერიამ ცოტახნის წინ ბიუჯეტის ფულით შეიძინა,აღნიშნული მილები კერძო საკუთრებაა და 2007 წელს დასაწყობდა სოფლებში, ხოლო მიმდინარე წლის 13 და 17 აგვისტოს კომპანია სოკარმა საკუთრებაში მყოფი მილები აიღო და საკუთარ ტერიტორიაზე დაასაწყობა.შესაბამისად მილები არ არის სახელმწიფო ფულით ნაყიდი და არც ზემოთ აღნიშნული  სოფლებისთვის იყო განკუთვნილი.
რაც შეეხება პირს,რომელიც ნაციონალური მოძრაობის სატელიტმა ტელეკომპანიამ სახეზე ბლარ დადებული ალაპარაკა არის ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და დაინტერესებული პირი
https://www.facebook.com/1078663012314324/posts/1676897252490894/

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ნაცვლიშვილი: როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ოჯახის, მშობლების, შვილის, სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა და მასზე ზრუნვა ავადმყოფობაა, ეს არის მისი ფსიქიკის დიაგნოზი
Next post თამარ გაბუნია: ვირუსის მიმდინარეობის ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა