მე, შენ, ჩვენ – ეს შევძელით! ლეიკემია დამარცხებულია! – დღეს ბექა თბილისში ბრუნდება!

Read Time:45 Second

“ხომ დაგპირდით სულ ახლახანს, რომ სულ ცოტაც და თელავივიდან ცად აჭრილი ლაინერი თბილისის აეროპორტში რბილად დაეშვება და დახვედრის გადავსებულ დარბაზში შემოვა ზღვა ხალხის დანახვით ცოტათი გაოცებული, ცოტათიც დაბნეული, მაგრამ უბედნიერესი და რაც მთავარია, ჯანმრთელი ბექა!

ჰოდა, ეს დღე და ეს საათი დგება ხვალ, 11 იანვარს, თბილისის დროით 13 საათსა და 10 წუთზე ბექა თავის გმირ დედასთან და შეუძლებელის შემძლე მამასთან ერთად კვლავ ჩვენთან დაბრუნდება.

დიახ!
მე, შენ, ჩვენ – ეს შევძელით!
დიახ!
ლეიკემია დამარცხებულია!
დიახ!
სასწაულები ხდება!
დიახ!
სასწაულებს ჩვენ ყველა ერთად ვახდენთ!

დიახ! მადლობა ყველას, ყველას, ყველას.

დიახ! დიახ! დიახ!

სიცოცხლე ღირს იმ განცდად, რაც ამ პოსტის წაკითხვისას გვეუფლება!..

პ.ს. ვისაც გსურთ და გცალიათ, შეგიძლიათ ჩვენთან ერთად განიცადოთ გამარჯვების წუთები თბილისის აეროპორტში.
გთხოვთ, აუცილებლად იქონიეთ პირბადე და მაქსიმალურად მოერიდეთ ბექასთან უშუალო კონტაქტს. შემდგომ დღეებში, მანამ სანამ ბექა პირველ „ჩექინგზე“ თებერვალში, კვლავ „შეივლის“ შებას კლინიკაში, მისი ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით, მასთან უშუალო კონტაქტი ძალიან შეზღუდულ წრეს ექნება.” -ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გამოიგონეს კანის პრინტერი, რომელიც ადამიანს აახალგაზრდავებს
Next post 4 ინგრედიენტი და 21 წუთი და ეს საოცარი დესერტი მზად არის