მეუფე შიო: ოჯახი, ოჯახური სიწმინდე და ოჯახური ცხოვრება არის მთავარი გზა ადამიანებისთვის

Read Time:26 Second

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა. როგორც მსვლელობაზე პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღნიშნა, „ყოფიერების ფორმა რასაც ოჯახი ჰქვია, ასეთად შექმნა ღმერთმა ადამიანი იმიტომ, რომ ოჯახი, ოჯახური სიწმინდე და ოჯახური ცხოვრება არის მთავარი გზა ადამიანებისთვის – გნებავთ, ზეცად ამაღლებისთვის”.
„ჩვენ ტოტალურად გვესმის სხვადასხვა ქვეყნებში ანტიოჯახური ღირებულებების პროპაგანდა, დაკანონება. რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაშიც, მათ შორის, გაშორებების სტატისტიკა არის კატასტროფული და ეს საგანგაშოა”, განაცხადა მეუფე შიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მრავალათასიანი მსვლელობა დღეს ფილარმონიიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს მრევლი ქაშუეთიდანაც შეუერთდა, შემდეგ კი ისინი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც უწმინდესმა დალოცა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კახიშვილი მოლდოვას იუსტიციის მინისტრს შეხვდა
Next post ასეთი რა გაგიჭირდა, საქართველოს საპატრიარქოვ, თავზე რომ რუსი ეგხარხოსი დაისვი საკუთარი ნებით???