მაქმანიანი საცვალი არ ნიშნავს თანხმობას — საპროტესტო ტალღა ირლანდიაში

Read Time:57 Second

ირლანდიაში საპროტესტო აქციების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლოში გაუპატიურებისთვის ბრალდებულის ადვოკატმა კლიენტის გასამართლებლად დაზარალებულის საცვალი დარბაზში დამსწრეებს აჩვენა.

სხდომაზე ადვოკატმა, ელიზაბეთ ო’კონელმა 17 წლის გოგოს საცვალი ამოიღო და თქვა:

“თქვენ უნდა გენახათ მას როგორ ეცვა. მას ეცვა ტანგა, გარშემო მაქმანებით”.

ამის შემდეგ კი 27 წლის კაცი გაუპატიურებაში უდანაშაულოდ ცნეს. ადვოკატის ამ ქმედებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია ირლანდიაში. დუბლინის კრიზისის ცენტრის განცხადებით ამ მიმართულებით სასამართლო სისტემაში სერიოზული რეფორმებია საჭირო:

“გაუპატიურების მსგავსი მითები და სტერეოტიპები უფრო და უფრო ჩნდება სასამართლო საქმეებში, რადგან დაცვის მხარის არგუმენტი არის ის, რომ სექსი შეთანხმებული იყო”.

სასამართლოს შემთხვევამ ბევრი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა. “ტანსაცმელი თანხმობას არ ნიშნავს” სკანდირებდნენ აქციების მონაწილეები. ისინი აღშფოთებული იყვნენ ადვოკატის მსგავსი საქციელით.

Embedded video

ჯგუფმა მე მისი მჯერა სოციალურ ქსელში #ThisIsNotConsent (#ესთანხმობაარაა) კამპანია წამოიწყო. ქალებმა ტვიტერტზე ყველანაირი საცვლის ფოტოების დადება დაიწყეს, რათა თავიანთი პროტესტი გამოეხატათ.

View image on Twitter

View image on Twitter

სასამართლოს ინციდენტი ირლანდიის პარლამენტის წევრმა რუტ კოპინგერმა სხდომათა დარბაზში გააპროტესტა და მაქმანიანი საცვალი მიიტანა.

“მე ამას ვაკეთებ, რათა გაჩვენოთ, რას გრძნობს გაუპატიურების მსხვერპლი, როდესაც მის საცვლებს სასამართლოში აჩვენებენ”, – განაცხადა კოპინგერმა გამოსვლის დროს.

მან, ასევე, მოუწოდა პარლამენტს, რომ სექსუალურ ძალადობასთან საბრძოლველად ზომები მიიღონ.

ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა და თქვა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი საზოგადოებამ არ უნდა განსაჯოს.

on.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა, ტრაგედია – კახა კალაძე
Next post ქუთაისის ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა, ოჯახი უყურადღებობაში პენიტენციურ სამსახურს ადანაშაულებს