მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტპაკეტებით წელსაც ისარგებლებენ

Read Time:40 Second

განათლების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტპაკეტებით წელსაც ისარგებლებენ.

სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს – „მაგთიკომს“, „ვიონ საქართველოსა“ და „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით სარგებლობას შეძლებენ.

შეღავათიანი ინტერნეტპაკეტის შეძენა 15 სექტემბრიდან გახდება შესაძლებელი. 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტი 10 ლარად იქნება შეთავაზებული, რაც, სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით, 2,5-ჯერ ნაკლებია.

შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ვებგვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „უკრაინა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების გამოცდილებას გაიზიარებს“ – უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა იუსტიციის მინისტრს შეხვდა
Next post ირაკლი ქარსელაძე- მიმდინარეობს ტენდერები სამშენებლო სამუშაოებზე, რომლის შედეგადაც ხაშურს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და თანამედროვე წყალარინება