მასშტაბური ხანძარი კანადაში – დამწვარია 4 მილიონამდე ჰექტარი

Read Time:44 Second

კანადის ტყის ხანძრებმა აშშ-ში ჰაერის ძლიერი დაბინძურება გამოიწვია. „სიენენის” ინფორმაციით,შეერთებულ შტატებში ჰაერის დაბინძურების საფრთხის ქვეშ იმყოფება დაახლოებით 75 მილიონი ადამიანი.

ჰაერის დაბინძურება პირდაპირ კავშირშია ტყის ხანძრის კვამლთან, რომელიც კანადიდან აშშ-ში შედის.  კვამლი ათზე მეტ შტატში გავრცელდა. ჰაერი ცუდი ხარიხსის მაღალი ინდექსები დაფიქსირდა დიდ ქალაქებში: ნიუ-იორკში, ბოსტონში, ვაშინგტონში, შარლოტაში, დეტროიტში და ინდიანაპოლისში.

ნიუ-იორკი შტატის გუბერნატორმა ქეით ჰოჩულმა აღნიშნა რომ მდგომარეობა ძალიან სერიოზული და საშიშია და გარეთ გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა ხალხს.

„უბრალოდ დარჩით სახლში. გარეთ გასეირნება სახიფათოა ჩვენი შტატის თითქმის ყველა ნაწილში“, – განაცხადა გუბერნატორმა ოთხშაბათს საღამოს გამართულ ბრიფინგზე.

დაახლოებით 400 000 N95 ნიღაბი დარიგდება ნიუ-იორკის შტატის პარკებში, მეტროს სადგურებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში, 600,000 ნიღაბი კი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საწყობებიდან.

ჰაერის ცუდი ხარისხის გამო ნიუ-იორკის შტატის ოლქის ყველა პარკი, ზოოპარკი და გოლფის სათამაშო მოედნები დაიკეტა. გადაიდო ან გაუქმდა შენობების გარეთ დაგეგმილი სპორტული და სხვა სახის ღონისძიებები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბრუსელში საქართველო ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა იმართება
Next post ალეკო ელისაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ეს ხალხი ისევ დაატრიალებს ცოდვის და სისხლის კალოს, რითაც იყვნენ დაკავებული, ოღონდ ახლა უფრო გაშმაგებული და ენერგიული იქნებიან