მარცხი ნიშიკიფუჯისთან – ტოჩინოშინს აკი ბაშოზე ხუთი წაგება დაუგროვდა

Read Time:29 Second

ტოკიოში სუმოს სუპერტურნირის მე-8 დღე მიმდინარეობს, სადაც ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) იღებს მონაწილეობას. მე-8 მაეგაშირა ქართველი სუმოისტი ამჯერად მე-10 მაეგაშირა ნიშიკიფუჯის შეხვდა, რომელსაც გორგაძესთან დაპირისპირებამდე 5 მოგება და 2 მარცხი გქონდა, ტოჩინოშინს კი 3 მოგება და 4 მარცხი.

შეჯახების შემდეგ, ქართველი სეკიტორი ქამრის აღება ცდილობდა, მაგრამ მეტოქემ ეს უფრო მალე მოახერხა, უპირატესობაც მოიპოვა, ტოჩინოშინი დოჰიოდან გადაიყვანა და იორიტაოშით მოიგო.

გორგაძეს სექტემბრის ბაშოზე უკვე 3 მოგება და 5 მარცხი აქვს, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კი ბოლო 7 ბრძოლიდან 5-ის მოგება სჭირდება. ხვალ მისი მეტოქე მე-11 მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალნსი 4-4-ზე აქვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რასაც NDI-ის კვლევა იწვევს, არის პოლარიზაციის გაღრმავება, მათ ადგილას დავფიქრდებოდი, ამ კვლევებს რამდენად აქვს აზრი
Next post ირაკლი ქარსელაძე – რიკოთის გარკვეული მონაკვეთები წელს გაიხსნება, ხოლო მთლიანად 52 კმ-იანი გზა 2023 წელს დასრულდება