მარკ იგანი საქართველოს რაგბის ნაკრების „რვა ერში“ თამაშზე: ესაა უდიდესი მიღწევა

Read Time:31 Second

ესაა უდიდესი მიღწევა, – ასე შეაფასა მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელმა, მარკ იგანმა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებს ყველაზე პრესტიჟულ, „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.

„ამ შანსს თქვენი ნაკრები ნამდვილად იმსახურებს იმ საქმიანბობის გამო, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში გაკეთდა. ეს ნამდვილად ბონუსი და შანსია“ – განაცხადა მარკ იგანმა.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. უკვე ცნობილია „ბორჯღალოსნების“ მეტოქეთა ვინაობაც. გახსნით შეხვედრას 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ლონდონში, ინგლისის წინააღმდეგ გამართავს. 21 ნოემბერს, მეორე მატჩში „ბორჯღალოსნების“ მეტოქე უელსის ნაკრები იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს ირლანდიას დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ ნახევარფინალურ მატჩს დეკემბერში გამართავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: ოქსფორდის უნივერსიტეტი COVID19-ის ვაქცინის კვლევას განაახლებს და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ პრეპარატს მიიღებს
Next post ირაკლი ჩიქოვანი: არსებული ტემპი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ზუგდიდის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს