მარინა კალიურანდი – 90-იანების დასაწყისში ნატო-სა და ევროკავშირში ჩვენი ნახვა არავის უნდოდა, წარმატების საიდუმლო იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა, იმედია, პატარა ესტონეთი საქართველოსთვის ინსპირაცია გახდება

Read Time:30 Second

ესტონეთის წარმატების საიდუმლო იარაღი იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა, რომლებსაც ჰქონდათ საერთო მიზანი და ერთად იღწვოდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმყოფება.

ევროპარლამენტარის განცხადებით, საჭიროა, ქვეყანაში ერთობლივად იმუშაოს ყველამ მიზნის მისაღწევად.

„ჩვენ ესტონეთიდან ჩამოვედით. ძალიან ხშირად გვეკითხებიან, როგორ მოახერხა ესტონეთმა ასეთი წარმატების მიღწევა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. 90-იანების დასაწყისში არავის უნდოდა იქ ჩვენი ნახვა და არავინ გველოდა იქ. ვიტყოდი, რომ წარმატების საიდუმლო იარაღი იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა, რომლებსაც ჰქონდათ საერთო მიზანი და ერთად იღწვოდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად. იმედი მაქვს, პატარა ესტონეთი გახდება ინსპირაცია საქართველოსთვის ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა კალიურანდმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტის შიგნით, უმრავლესობის მხრიდანაც იმ წევრებს ვიხილავთ, რომლებიც ჩვენ შემოგვიერთდებიან
Next post შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე: ოპერაცია დასრულდა წარმატებით, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს