მარტი 29, 2024
0 0
Read Time:50 Second

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან საქართველოს აეროპორტების თანამშრომელთა ონლაინ შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინაციის როლს კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლაში და აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე იმუნიზაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალებაა. შეხვედრას უძღვებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძემ.

„საქართველოს აეროპორტებში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამით, პირველ რიგში, მათი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, მეორე მხრივ კი, ამით თითოეულ აეროპორტში ე.წ. „მწვანე ზონები“ გვექნება. ვფიქრობ, საქართველო გამორჩეული იქნება აეროპორტებში დასაქმებული პერსონალის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით, რაც როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და განსაკუთრებით მის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობისთვის.

ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აეროპორტებში თანამშრომელთა მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა აეროპორტების თანამშრომლებს, რომლებმაც მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნება გამოიჩინეს და სრულად ვაქცინირებული არიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები