მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს, მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

Read Time:21 Second

მოსახლეობა შობის დღესასწაულს ფანჯრებში ანთებული სანთლებით ხვდება. ეს ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დაამკვიდრა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმიდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე, საღმრთო სადღესასწაულო ლიტურგიას კი, 00:00 საათზე დაიწყებს.

წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ.ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი, უწმინდესი მრევლს ქადაგებით მიმართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში მინის საწრთობი საწარმო აშენდება
Next post პატრიარქის საშობაო ეპისტოლე