‘მან მეტოქის სიცოცხლე იხსნა!’ – ჯანო ანანიძის გმირობას ევროპული მედია ეხმაურება

Read Time:47 Second
  • საქართველო-შვეიცარიის მატჩის ერთი ეპიზოდი ყურადღების ცენტრში მოექცა
  • ჯანო ანანიძემ გონდაკარგულ ფაბიან შერს პირველადი დამხარება აღმოუჩინა
  • ქართველი ფეხბურთელის საქციელი ევროპულმა მედიამ გმირობად შეაფასა

საქართველო-შვეიცარიის მატჩის (0:2) ერთი ეპიზოდი უცხოური მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, მისი მონაწილე ჯანო ანანიძე კი გმირად შეირაცხა.

23 მარტს, “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრის 24-ე წუთზე, საჰაერო ორთაბრძოლისას, ჯიმი ტაბიძე და ფაბიან შერი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. ფეხბურთელები გაზონზე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით საგანგაშო კი შვეიცარიელი მცველის მდგომარეობა ჩანდა, რომელმაც გონება დაკარგა.

მეტი ამ თემაზე: შვეიცარიის ნაკრების მცველმა დინამო არენაზე სიკვდილს თვალებში ჩახედა

ნიუკასლის მცველი მოედანზე გონდაკარგული კარგა ხანს იწვა
ნიუკასლის მცველი მოედანზე გონდაკარგული კარგა ხანს იწვა 

მოედანზე სამედიცინო ბრიგადები გამოჩნდნენ, მაგრამ სანამ შერს დახმარებას ექიმები აღმოუჩნდნენ, მასთან ჯერ ჯანო ანანიძე გაჩნდა. ქართველმა ნახევარმცველმა გონდაკარგულ შვეიცარიელს ენის გადაყლაპვის საშუალება არ მისცა. ექიმებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ შერის წამოსაყენებლად. ფეხბურთელმა თამაში გააგრძელა, მოგვიანებით კი განაცხადა: “საზარელი ეპიზოდი იყო, თუმცა თავად არაფერი მახსოვს. რამდენიმე წამი გათიშული ვიყავი”.

შეხვედრის ეს ეპიზოდი ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა. ჯანოს საქციელზე სოცქსელებსა თუ ცნობილ სპორტულ საიტებზე ორი დღეა აქტიურად წერენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე იქნება
Next post რა გახდა ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების მიზეზი