მამუკა ხაზარაძე: მზად ვართ, ეროვნულ ბანკთან ერთად ვეძებოთ გამოსავალი

Read Time:44 Second

მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა, რომ ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურებთ. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რომ საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს ვაცნობოთ, რომ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტური და ძლიერი ერთიანი გუნრი. პირველ რიგში გვინდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, სასამართლოში გავასაჩივრეთ  რეგულატორის  გამოტანილი 11 წლის წინანდელი ყველა გადაწყვეტილება და ველოდებით მართლმსაჯულებას.მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში, ვეძებოთ ეროვნულ ბანკთან ერთად ამ სიტუაციიდან გამოსავალი, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე” – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევას ითხოვს.

ცნობისთვის, TBC ბანკმა სების ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სებ-ის განცხადების შემდეგ საპასუხი განცხადება გაავრცელა TBC ბანკმაც, სადაც აღნიშნულია, რომ აღნიშნული გარემოება არ იქონიებს გავლენას თიბისი ბანკის განვითარებაზე და სტრატეგიაზე. ბანკი გააგრძელებს დასახული გეგმების განხორციელებას. ხოლო TBC ბანკის თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას!

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 137 წლის დედა და 95 წლის შვილი სეირნობისას… – უნიკალური ფოტო 80-იანი წლების აფხაზეთიდან
Next post ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ცხედარს ოჯახი 44 დღეა ელოდება