მამუკა ხაზარაძე – ბევრი რამ ვთქვი და კიდევ ვიტყვი

Read Time:33 Second

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში „თიბისი ბანკის“ აქციონერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.

შეხვედრის დაწყებამდე ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბევრი რამ თქვა და კიდევ იტყვის.

„დიდი მადლობა ყველას ინტერესისთვის. ძალინ ვაფასებ, რომ სიმართლის გარკვევა გაინტერესებთ. გთხოვთ, რომ კიდევ 10 წუთი დაგველოდოთ და კომიტეტის სხდომაზე ყველაფერს მოგახსენებთ. ვიდრე კომიტეტი დაიწყება, ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ. ბევრი რამ ვთქვი, კიდევ ყველაფერს ვიტყვი. დღეს რის თქმას ვაპირებ სწორი კითხვაა? დღეს რის თქმას ვაპირებ ახლა მოგიყვეთ თქვენ? ძალიან გთხოვთ მაცადეთ“,- აღნიშნა ხაზარაძემ.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მთავარი კითხვები „თიბისი ბანკის“ აქციონერებთან პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აქვთ.

საპარლამენტო უმრავლესობა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კითხვებს ასევე ოფშორულ კომპანიასთან დაკავშირებითაც დაუსვამს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საზარელ ავარიას შეწირული ახალგაზრდა ბიჭები – ფოტო
Next post მამუკა ხაზარაძე – ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ამ კაცთან ურთიერთობით ძალიან ვამაყობ