მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 6 Second

ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ძალიან ვამაყობ მასთან ურთიერთობით, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელსაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

მისი თქმით, მან ავთო წერეთელს თხოვნით მიმართა, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა 17 მილიონი.

„ავთო წერეთელს თხოვნით მივმართეთ, რომ სასწრაფოდ გვჭირდებოდა 17 მლნ. ბუნებრივია, კითხვა დაისვა, რატომ გჭირდებათ. ავუხსენით და ვუთხარით, რომ გვჭირდება თქვენგან მოკლევადიანი სესხი, რათა ეს თანხა ჩაირიცხოს. ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ძალიან ვამაყობ ამ კაცთან ურთიერთობით, რამეთუ არაერთხელ, როცა დაგვჭირვებია, ჯერ კიდევ პირველ მაღაზიას როცა ვხსნიდით, „ბატა“ იყო ეს, „ბაბილონი“ თუ პირველი დისტრიბუციები, რითაც დავიწყეთ ჩვენი ბიზნესი, ავთო იყო ის ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ამ ურთიერთობა მე ძალიან ვაფასებ, რადგან  ვფიქრობ თუ ბიზნესი საერთოდ დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ ხელის ჩამორთმევის დონეზე ურთიერთობებს, ძალიან წაადგება ეს ყველაფერს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, არაერთხელ აუღია ავთანდილ წერეთლისა და მისი კომპანიისგან სესხი.

„მე არაერთხელ ამიღია ავთოსგან და მისი კომპანიისგან სესხი და, რა თქმა უნდა, ეს სესხები არ ყოფილა არასდროს დაკავშირებული „თიბისი ბანკთან“ და არც არასდროს არ დამისვამს კითხვა. აქვე მინდა გითხრათ, რომ არასდროს არც ერთი ბიზნესი „თიბისი ბანკს“ არ ჰქონია არაპროფილური. ვერც ერთ ბიზნესში თქვენ ვერ ნახავთ, რომ „თიბისი ბანკს“ ინვესტირება გაეკეთებინოს იმ ბიზნესებში, რომელშიც მე და ბადრი ჯაფარიძე ვიყავით აქციონერები. აი ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები „თიბისი ბანკს“ არ ეხება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები