მამუკა წოწერია მოქალაქეებს ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდა

Read Time:37 Second

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ მოქალაქეებთან შეხვედრები დღეს სოფლებში უჩაშონა, ოფაჩხაფუ, შამადელა და ახალსოფლში გამართა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს ამ სოფლების და მთლიანად  მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ედიტა კოდუასთან ერთად გააცნო.

„გვქონდა ძალიან საინტერესო და შედეგიანი შეხვედრები, გავაცანით ჩვენი ხედვები მუნიციპალიტეტის და კონკრეტულად ამ ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების შესახებ, მივიღეთ მოსახლეობისგან ის ძირითადი ინფორმაცია რომელიც  მათ აწუხებთ და სწორად, ეტაპობრივად დავგეგმავთ ამ პრობლემების მოგვარების შესაბამის ღონისძიებებს. კარგია რომ ყველა სოფელს,  სადაც დღეს ვიყავით აქვს მოგვარებული ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე სრულად არის გაზიფიცირებული, უმეტეს მათგანში წყალმომარაგებაც მოწესრიგებულია. დღეს მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ უახლოეს ხანებში გადავდგამთ ადეკვატურ ნაბიჯებს ამ საჭიროებების მოსაგვარებლად“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

შეხვედრებზე ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით კუხალეიშვილი და ლუდუკ ხასია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: დარწმუნებული ვართ, ჩვენი კანდიდატი ნინოწმინდაში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“
Next post ონის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი სოფელ ბაჯიხევის, ცხმორისა და პიპილეთის მოსახლეობას შეხვდა.