მამუკა წოწერია: მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ 2 ოქტომბერს, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და გაიმარჯვებენ მისი კანდიდატები

Read Time:56 Second

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ჭითაწყარში ადგილობრივ მოქალაქეებს შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმები წარუდგინა. მამუკა წოწერიამ შეხვედრაზე იმ განსხვავებას გაუსვა ხაზი, რაც ქართულ ოცნებას და მის ოპონენტ პარტიებს აქვთ. მისი განცხადებით, მმართველ პარტია კონკრეტული განვითარების გეგმით მიდის ამომრჩეველთან, ოპონენტ პარტიებს კი პირიქით რევანშისტული გზა აქვთ არჩეული, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს და ეს მათ განწყობებში აისახება.

„ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, შეხვედრა გვქონდა ჩვენს მოსახლეობასთან. აღსანიშნავია, რომ იგრძნობა საოცარი პოზიტივი „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატების მიმართ. ასევე, მოსახლეობა კარგად ამჩნევს იმ განსხვავებას საარჩევნო კამპანიებს შორის, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ და სხვა კონკურენტი პარტიები. ამიტომ ჩვენ გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ 2 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, გაიმარჯვებენ მისი კანდიდატები და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას აქტიურობისკენ რათა ჩვენ ხმა მივცეთ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტ განვითარებას.“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  ირაკლი ჯანაშია ესწრებოდა. ჭითაწყარში რეაბილიტირდა შიდა საუბნო გზები, მოეწყო სპორტული მოედნები, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო გარე განათება. სოფელი გაზიფიცირებულია,  ჭითაწყარში აშენდება ახალი საბავშვო ბაღი. დაგეგმილია ნარმანიას ქუჩაზე გარე განათების მოწყობა და მეფრინველეობის დასახლებაში დასასვენებელი სკვერის მოწყობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ აბაშიძე: „მინდა, ჩვენი გუნდის ინიციატივით რაიონის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები თითოეულ ოჯახზე აისახოს“
Next post მიხეილ ყაველაშვილი: კორონავირუსთან ბრძოლაში, ამ ეტაპზე ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს