მამუკა მდინარაძე: ცენტრალური პარკი იქნება ადგილი, რომლითაც თბილისი იამაყებს

Read Time:35 Second

ეს არის უნიკალური საჩუქარი თბილისელებისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისგან“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ საუბრისას.

„ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, ვისთვის, როგორ და რა გზით იყო გადაცემული და ვისგან, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ნაცვლად იმისა, რომ იქ შენობები აშენებულიყო, გამოისყიდა ბიძინა ივანიშვილმა, გადაარჩინა ეს ადგილი და დღეს თბილისს და თბილისელებს, ქვეყანას აჩუქა. ეს იქნება სავიზიტო ბარათი. გარდა რეკრეაციული დანიშნულებისა, მას ექნება გასართობი დანიშნულება, სადაც დამსვენებლები, როგორც თბილისელები, ასევე ჩვენი უცხოელი სტუმრები, ტურისტები მოვლენ და ეს იქნება ადგილი, რომლითაც თბილისი იამაყებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსოფლიო ბანკი: კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
Next post “ქართული ოცნების” მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე დუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა