მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, ისინი ამბობდნენ რეფერენდუმიო – ერთიც მოვიგეთ და მეორეც

Read Time:25 Second

ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები და რეფერენდუმის მოგონილი იდეა არის უბრალოდ ტყუილი, ისინი ამბობდნენ რეფერენდუმიო – ერთიც მოვიგეთ და მეორეც, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მისთვის გაუგებარია რას ზეიმობს ოპოზიცია.

„მათი დალაგებული მესიჯიდანაც კი რეფერენდუმის იდეა ითვალისწინებდა იმას, რომ შარლ მიშელის ანულირებულ, მაგრამ შეთანხმებაში ეწერა 43%-იანი ბარიერი, რა შემთხვევაშიც უნდა გამართულიყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. აიღეთ 47%. ანუ რეფერენდუმიც მოვიგეთ. ანუ, თვითმმართველობის არჩევნებიც მოვიგეთ და მათივე დალაგებული „რეფერენდუმიც“ მოვიგეთ. რა ვიცი, რას ზეიმობენ?“ – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: 64 ოლქიდან 44-ში პირველივე ტურში მოვიგეთ, უმრავლესობა პრაქტიკულად ყველგან მოვიპოვეთ. არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები?
Next post იენს სტოლტენბერგი: უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან – ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ, რომ ასპირანტი ქვეყნებისთვის მეტი უნდა გავაკეთოთ