მარტი 29, 2024
0 0
Read Time:55 Second

ის კომპრომისული წინადადებები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ, ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე და ოპოზიციას შეუძლია, ნებისმიერ მომენტში მიიღოს ეს საკითხები და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საუბარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ვერ შეძლო ვერცერთი კომპრომისული ნაბიჯის გადმოდგმა მოლაპარაკების პერიოდზე და ამის გამო ეს დიალოგი ქვეყნისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა.

„ჩვენ დეტალურად ჩავაყენეთ საქმის კურსში საპარლამენტო უმრავლესობა ყველა საკითხთან დაკავშირებით და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის კომპრომისული წინადადებები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ, ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე და ოპოზიციას შეუძლია, ნებისმიერ მომენტში მიიღოს ეს საკითხები და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საუბარი. სამწუხაროა, რომ ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურ ნაწილს არ ეყო გამბედაობა, ეთქვა თავისი მხარდამჭერებისთვის სიმართლე – რომ შეუძლებელია სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული წინადადება“, – განაცხადა მდინარაძემ.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები