მამუკა მდინარაძე: ქვეყნის ინტერესია, რომ ამ რთული გამოწვევების ფონზე ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ერთად გავაგრძელოთ მუშაობა

Read Time:57 Second

თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი ჩვენ უკვე შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას, რაც არა მხოლოდ პარტიების, არამედ ქვეყნის ინტერესია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ქვეყნის ინტერესია, რომ რთული გამოწვევების ფონზე, მხარეები შეთანხმდნენ და მუშაობა ერთად გააგრძელონ.

„ჩვენი მზაობა მიუხედავად ყველაფრისა მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ისევ დღის წესრიგში რჩება, ყველა საკითხზე, რაც განსახილველად დევს მოლაპარაკების მაგიდასთან არსებობს: 1-ლი, ანუ უკვე გადადგმული ნაბიჯები, ბრიფინგები, ბარიერთან დაკავშირებით და მის დაწევასთან დაკავშირებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და ა.შ. ან გვაქვს მე-2 ვარიანტი, რაც არის კომპრომისული წინადადებები და არა ერთი, ოპოზიციისგან განსხვავებით და ასევე გვაქვს მე-3, საკითხის გადაწყვეტის გზები, რომლებზეც იყო საუბარი, მათ შორის მოლაპარაკებების მაგიდასთან და მის დროს.

ამის შესაბამისად თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი ჩვენ უკვე შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას, რაც არა მხოლოდ პარტიების, არამედ ქვეყნის ინტერესია.

სწორედ ქვეყნის ინტერესია, რომ ამ რთული გამოწვევების ფონზე ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ერთად გავაგრძელოთ მუშაობა და არა ასეთ დესტრუქციულ რეჟიმში, როგორც პანდემიისგან მოყენებული ზიანის აღმოფხვრაზე, ასევე ეკონომიკური ზიანისა და სხვა საკითხების აღმოფხვრაზე, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: წლის ბოლომდე რომ მოსახლეობის 60-65% ავცრათ, დღეში უნდა აიცრას 3000 ადამიანი, ამჟამად კი სულ 4300 გვყავს აცრილი
Next post შალვა პაპუაშვილი: ივანიშვილი პოლიტიკას ჩამოცილებულია, სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვა კი მიუღებელია