მამუკა მდინარაძე ქარელში მომხდარ ინციდენტზე: კიდევ ერთი ამორალური ტყუილი ნიკა გვარამიასგან – „მთავარი არხის“ ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენელს შორის არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა

Read Time:53 Second

კიდევ ერთი ამორალური ტყუილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შესრულებით. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ მოყვა ის ამბავს, თითქოს, ჩვენი ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა, მისი თანამშრომელი, ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, ეს განცხადება სიმართლეს არ შეეფერება.

„რა ხდება სინამდვილეში? ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და კითხულობდა „ჩლიქოსანს“, შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენელს. საუბარია, რომ ასე ჩვენი მერობის კანდიდატს მოიხსენიებდა. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, მთავარი არხის ოპერატორი უკანსვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც ე.წ ტერასაზე ის წამოედო მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს და ყველაფერი კარგად იქნება. როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებით, საბედნიეროდ ოპერატორს რაიმე სერიოზული დაზიანება არა აქვს, თუმცა მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენელს შორის არ ყოფილა და პირდაპირ გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ იცრუა“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვასილ გველესიანი: მჯერა, რომ პროექტების დასრულების შემდეგ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე, ლამაზი და თანამედროვე იქნება
Next post პროკურატურამ არასრულწლოვნების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა