აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:50 Second

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქცევის კოდექსზე ხელმოწერის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპონენტები ფიზუკურად ვეღარ ძალადობენ ხალხზე, მაგრამ რაც დარჩათ – ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ტყუილი – ამას მაქსიმალურად იყენებენ.

„ჩვენ ვხედავთ უამრავ ტყუილს და სპეკულაციას. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღრმა ანალიზში არიან, ვინ რას ატყუებს და თუ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე, მას სჯერა ტელეკომპანია „მთავარის“ – აღარ არსებობს სიუჟეტი, რომელიც ტყუილზე არ არის დაფუძნებული.

ფიზუკურად ვეღარ ძალადობენ ხალხზე, მაგრამ რაც დარჩათ – ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ტყუილი – ამას მაქსიმალურად იყენებენ. არარეალურ ამბებს, მონაცემებს „ფეიკებს“ ყვებიან, მაგრამ იმის იმედით, რომ ვინმე ხომ დაიჯერებს, მაგრამ ამის შედეგი იცით რა არის?! – ვიღაც მართლა იჯერებს, არ ვიცი, რა რაოდენობის და ფიქრობენ, რომ ამით „ქართულ ოცნებას“ აზიანებენ, მაგრამ – ვერ. რეიტინგებში ეს კარგად ჩანს და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს ვერ ზრდიან. უკვე რეგრესით 11%-მდეა მათი რეიტინგი და უბრალოდ მავნებლობენ.

ჩვენ ჩართულები ვიყავით ამ დოკუმენტის შემუშავებაში და 5 ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა გავაგზავნეთ, მათ შორის უდიდეს წილად ეს იყო გაზიარებული, რისთვისაც დიდ მადლობა ცესკოს თავმჯდომარეს და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც უზრუნველყვეს ის, რომ სამკვირიანი უარის მიუხედავად, ოპოზიციის წარმოადგენლებმა დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები