მამუკა მდინარაძე – უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ვაპირებთ და თუ ვინმე გაბედავს, ამ მიზანს რაიმე გზით ხელი შეუშალოს, კანონმდებლობა იქნება იმაზე მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო

Read Time:49 Second

უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ვაპირებთ და თუ ვინმე გაბედავს, ამ მიზანს რაიმე გზით ხელი შეუშალოს, კანონმდებლობა იქნება იმაზე მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებული ინიციატივა გზავნილია ყველასთვის, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა.

„ჩვენ უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ვაპირებთ და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გაბედავს, ამ მიზანს რაიმე გზით ხელი შეუშალოს, კანონმდებლობა იქნება იმაზე მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო. თუ ვინმე გადაწყვეტს, დაარღვიოს ხმის მიცემის ფარულობა, დააშინოს, ან მოისყიდოს ამომრჩეველი, კანონი იქნება უფრო მკაცრი. ეს მესიჯი არის ყველას მიმართ, განურჩევლად იმისა, რომელ პარტიას ეკუთვნის პოტენციური დამრღვევი. ჩვენ არ ვარჩევთ, ვინ იქნება ამ კონკრეტული ქმედების სუბიექტი, ყველას მიმართაა ჩვენი გზავნილი, რომ კანონმდებლობა იქნება კიდევ უფრო მკაცრი, რათა ამან კიდევ უფრო მეტი გარანტიით უზრუნველყოს, რომ მსგავსი ქმედებებისგან ყველამ შეიკავოს თავი. ამის გამორცხვას ჩვენ უფრო მაღალი სტანდარტით და გარანტიით ვაპირებთ. მეტი მიზეზი, მიზანი ამ ინიციატივას არ აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post CSDC იწყებს ახალ პროექტს მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად
Next post ევროკავშირი საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 80 000 ევროს გამოყოფს