მამუკა მდინარაძე: სენატში გამართულ შეხვედრებზე „ნაცმოძრაობის“ სამ ცრუ ნარატივს გაეცა პასუხი

Read Time:38 Second

აშშ-ის სენატში გამართულ შეხვედრებზე სამ ყველაზე აქტუალურ საკითხს გაეცა მკაფიო პასუხი, – ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ყველაზე აქტუალური საკითხებიდან, პირველი იყო „ნაცმოძრაობის“ ცრუ ნარატივი, რომელიც „პოლიტპატიმარ“ ნიკა მელიას ეხებოდა. ჩვენი პარტნიორების პასუხი ამაზე იყო, რომ მან კანონი დაარღვია. მეორე ცრუ ნარატივი იყო „გაყალბებული არჩევნები“. ეუთო/ოდირისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების შემდეგ, სენატშიც გაისმა ეუთო/ოდირის ანგარიშის ციტირება და საქართველოში, 2020 წელს ჩატარებული არჩევნები მოიხსენიეს თავისუფლად და კონკურენტულად. მესამე იყო წლების განმავლობაში, „ნაცმოძრაობისა“ და მათი მედიასაშუალებების მიერ, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ნალაგები ცრუ ნარატივი პროდასავლურობასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცას ეჭვი უნდა შეეპაროს „ქართული ოცნების “ პროდასავლურობაში. მკაფიო განცხადება გაკეთდა, რომ 2012 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დღიდან, არ ყოფილა არცერთი დღე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ამ კურსს გადაუხვია“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ერთ მხარეს დავაყენოთ მოღალატე და კრიმინალი, მეორე მხარეს კი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ, არის არაკეთილსინდისიერი
Next post რატი იონათამიშვილი: კრიმინალებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან, სააკაშვილი არის კრიმინალი