აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:54 Second

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რისკი ნულამდეა დაყვანილი და მმართველი გუნდის მხრიდან არანაირი სიურპრიზი არ იქნება. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა მოლაპარაკებების ფასილიტატორების განცხადებას და აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულების ვალდებულება აქვს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ოპოზიციასაც.

„ელჩების განცხადება ბუნებრივი და მოცემულობის რელევანტურია, ვინაიდან 8 მარტის შეთანხმების შესრულების ვალდებულება აქვს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ოპოზიციასაც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომელიც აყენებს რაღაც მოთხოვნებს, რომლებიც შეთანხმებაში არ ყოფილა გაწერილი. შეთანხმების საგანი იყო ის, რის შესრულებასაც ზედმიწევნით და 100%-ით ვაპირებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ამ შეთანხმების შესრულების დასტური. საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ თუ რადიკალური ოპოზიცია შეუერთდება ამ პროცესს და მხარს დაუჭერს ცვლილებებს, ეს იქნება ძალიან კარგი ქართული დემოკრატიისთვის. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გვქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა დეპუტატთან. ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ცვლილებებს, კვლავ ამ აზრზე არიან. ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ცვლილებებს სჭირდება 117 ხმა, რისკი ნულამდეა დაყვანილი, არანაირი სიურპრიზი არ უნდა იყოს, თუ ის რომელიმე ოპონენტმა არ შეგვთავაზა. ჩვენი მხრიდან არანაირი სიურპრიზი არ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები