მამუკა მდინარაძე: როდესაც არაუფლებამოსილი პირი შედის უბანზე, აფიქსირებს პრეტენზიებს, ეს არის ცალსახა დასტური იმისა, რომ მას დარღვევის დაფიქსირება კი არ სურს, არამედ აქვს განზრახვა რომ არიოს უბნები

Read Time:37 Second

როდესაც არაუფლებამოსილი პირი შედის უბანზე, აფიქსირებს პრეტენზიებს, ეს არის ცალსახა დასტური იმისა, რომ მას კი არ სურს რეალური დარღვევის დაფიქსირება, არამედ მას აქვს განზრახვა რომ არიოს, ჩაშალოს უბნები და ჩვენ ამის შესახებ მოგაწოდეთ ინფორმაცია ბრიფინგზე წინა დღეებში, რომ ეს დავალება აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მაგალითად გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენები მოიყვანა, რომლებშიც „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მონაწილეობდა.

„ვნახე კადრები, სადაც ელენე ხოშტარია, რომელიც არ არის უფლებამოსილი პირი, შესული იყო უბანზე, აფიქსირებდა პრეტენზიებს, ითხოვდა საჩივრის დაწერის უფლების მინიჭებას და ა.შ. დაწეროს (საჩივარი) მან, ვისაც აქვს ამის კომპეტენცია, ანუ სპეციალური უფლებამოსილება. ხოშტარია არ არის იმ სტატუსის მქონე პირი, რომელსაც ასეთი დარღვევის დაფიქსირების სპეციალური უფლებამოსილება აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსის გარეთ, თუნდაც მოწოდება, აგიტაცია არანაირ დარღვევას არ წარმოადგენს
Next post გლდანის №72 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება იყო