მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს – მგონი, ამასობაში შეუყვარდათ რუსეთი და პუტინი

Read Time:48 Second

ე.წ. მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს, მე მგონი შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვინც ომისა და ღალატის პარტიას წარმოადგენენ, რეალურად სწორედ ისინი აკეთებენ რუსეთის, პუტინისა და ოკუპანტის საქმეს.

„მათ აქვთ ე.წ. მესიჯბოქსი დალაგებული, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს, მე მგონი შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს, პუტინს ვინ მეტჯერ ახსენებს და მე მგონი შეუყვარდათ ამასობაში რუსეთი და პუტინი. ყველას, ჟურნალისტიდან დაწყებული, პოლიტიკოსით დასრულებული, ვინც ომისა და ღალატის პარტიას წარმოადგენს. ამ დროს რეალურად სწორედ ისინი აკეთებენ რუსეთის, პუტინისა და ოკუპანტის საქმეს.

მაგალითად, როდესაც ისინი აშშ-ის საელჩოს პირდაპირ, უაპელაციოდ აბრალებენ, რომ მათ მოახდინეს დისკრიმინაცია კონკრეტული მოსამართლის, კონკრეტული „ქეისის გამო“, თითქოს ისინი ცდილობენ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. ამას, მაგალითად სახალხო დამცველი, არა თუ ასე ამბობს და აბრალებს, არამედ მხარს უჭერს და იწონებს დისკრიმინაციის ამგვარ გამოხატვას. მეტი პარადოქსი რა შეიძლება იყოს?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი – ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა, ამაზე პრემიერ-მინისტრი არაერთხელ საუბრობდა
Next post იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა პროფესიული უნარ-ჩვევები და დარგობრივი ცოდნა გაიღრმავეს