მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: იცოდნენ, რომ წინა წლებში პოზნერი თბილისში უამრავჯერ იყო ჩამოსული, წელს აწყობდათ და ამბავი ატეხეს

Read Time:54 Second
ზუსტად ვიცი იცოდნენ, რომ წინა წლების განმავლობაში ეს ადამიანი თბილისში უამრავჯერ იყო ჩამოსული, წელს აწყობდათ და ატეხეს ამბავი, ჩვენი მოქალაქეების გულწრფელ ემოციაზე თამაშობენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობის გამო სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
 
„ავიწყდებათ ის, რომ მიხალკოვის შვილის ქორწილში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესენი ქეიფობდნენ. ვერ ვიჯერებ იმას, რომ როდესაც რომელიმე ადამიანი, რომელიც აორგანიზებს და მთავარი ლიდერია ამ ვითომ აღშფოთებისა და აქციების, წლების წინ, 5 წლის განმავლობაში სწავლობდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
 
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
 
პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა. რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მანდატების გაუქმებაზე თუ მოგვმართავენ, კიდევ ერთხელ ვეტყვით უარს
Next post სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: საერთოდ სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, სხვაგან არიან