მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მანდატების შეწყვეტის მოთხოვნას ალბათ არც ახლა დავუკმაყოფილებთ

Read Time:41 Second

უშინაარსოა მოლაპარაკება მაშინ, როდესაც იცი, რომ იქით მხარეს არის კედელი და ულტიმატუმი. მაგრამ როგორც კი ჩვენი ოპონენტები, ვინც არ უნდა იყოს, როგორი რადიკალურიც არ უნდა იყოს, როგორი ცუდი წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ან ჩვენ მათზე, როგორც კი გამოთქვამენ მზაობას და ამაში ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებიც მიიღებენ მონაწილეობას, ეს კრიზისი მყისიერად აღმოიფხვრება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„მარტივია-გასაღები დევს მათთან, მათ ჯიბეებში და მათ მაგიდებზე, ისევე როგორც მელიას გასაღები დევს მის საკანში, მის ჯიბეში. ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა მათ ქმედებებს დაარქვეს ძირგამომთხრელი საქმიანობა დემოკრატიისთვის, ჩვენ საბოტაჟს ვეძახით, ისინი უფრო შორს წავიდნენ. საბოტაჟი, ეს არის რეალური მოცემულობა მათი მხრიდან. ეს არის საბოტაჟის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება, მათ მიერ მანდატების დატოვების მცდელობა. ჩვენ ამ საბოტჟის წინააღმდეგ ბერკეტი ავამოქმედეთ და არ დავუკმაყოფილეთ ეს, ალბათ ახლაც ასე მოვიქცევით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა
Next post მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტარების მთავარი ინტერესი, სუბიექტურიც და ობიექტურიც, არის საქართველოსთან მეგობრობა