მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათი ერთადერთი კომპრომისი იყო ის, რომ უბრალოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ

Read Time:43 Second

პირობა, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან დავდეთ, ისევ უცვლელია. მაინც მთხოვთ მოლაპარაკების დეტალებს. გთხოვთ, ეს პირობები მოსთხოვოთ მათ, ვინც ეს პირობები დაარღვია. ეს პირობები უკვე დაარღვიეს როგორც პარლამენტის გარეთ მყოფმა, ისე – პარლამენტში შემოსულმა ჩვენმა კოლეგებმა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია თავადაც არ მალავს, რომ შეთანხმების მისაღწევად, არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ და მათი ერთადერთი კომპრომისი მაგიდასთან ჯდომა იყო.

„გახსოვთ, როგორ გამოვიდა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი და თქვა, რომ მათი კომპრომისი იყო ის, რომ მოლაპარაკების პროცესში იყნენ ჩართულები. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ეს მათ თქვეს, ჩვენი შეფასება კი არაა. ვეთანხმები, მათი ერთადერთი კომპრომისი იყო ის, რომ უბრალოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ. თუ კითხვას დაუსვამთ, რა ნაბიჯი გადმოდგეს მათ, რომელსაც, შეიძლებოდა, თეორიულად მაინც დარქმეოდა კომპრომისული ნაბიჯი, ვერ გიპასუხებენ. ყველა ეთერში, მათმა ყველა წარმომადგენელმა ამ კითხვას თავი აარიდა. მათი მხრიდან, არცერთი კომპრომისული ნაბიჯი და წინადადება არავის უნახავს“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხურვალეთელი დათა პაპა გარდაიცვალა-დათა პაპა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის და გაუტეხელობის სიმბოლო -მამუკა მდინარაძე
Next post მამუკა მდინარაძე: შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი, ახალ დღის წესრიგზე უნდა გადავიდეთ