მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 24 Second

ომბუდსმენად ხვალ რომ ადამიანს აირჩევ, რომელიც წინასწარ იცი, რომ ისევე დაკავდება პოლიტიკით, როგორც დღევანდელი სახალხო დამცველი აკეთებს, ამაზე არ წავალთ, მაგრამ კომპრომისზე რაღაც ხარისხით წამსვლელები ვართ, ოღონდ ევრორეკომენდაციის პუნქტი არ ჩაგვივარდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ კომპრომისზე წავა.

„ეს იყო ის უიშვიათესი პრეცედენტი, როცა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმაც კი ხმა ვერ ამოიღეს იმდენად სწორად, გამჭვირვალედ და ზესამართლიანად დაკომპლექტდა ის ცხრა კაციანი ჯგუფი, რომლებიც ქულათა სისტემით შეაფასებენ ომბუდსმენობის კანდიდატებს და შემდეგ ამ ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს პარლამენტს. რადგან ასე კარგად ჩაიარა ამ პროცესმა, იმედი მაქვს, რომ შეფასებებისა და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, იქნებ, შევძლოთ, რომ რეკომენდაციების მე-12 პუნქტი არ ჩაგვივარდეს, იქნებ, შევძლოთ, საერთო კანდიდატზე შევჯერდეთ, რადგან ულტიმატუმების ჩანასახი აქაც არის. დაასახელეს სამი კანდიდატურა, რომელზეც არიან შეჯერებულები და მათ გარდა არავის დავუჭერთ მხარსო ამბობენ. ჩვენთვის ნათელია და ცნობილია, რომ ერთპიროვნულად ანუ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ავირჩევთ კანდიდატს, რომელსაც ოპოზიციის, მათი ნაწილის მხრიდან მაინც მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება. მმართველი გუნდიდან ბევრმა განაცხადა, ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის იქიდან გამომდინარე, რომ არ გვინდა ჩავარდეს ევრორეკომენდაციის რომელიმე პუნქტი. აქაც გვინდა, რომ ზედმიწევნით სწორად წავიდეთ, პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენი წილი და შეიძლება ცოტა მეტი, მაგრამ კომპრომისის ხარისხსაც გააჩნია. მაგალითად, თუ მაინცდამაინც ჩაბჟირდებიან ისეთ კანდიდატზე, რომელიც თავის დროზე იწოდებოდა უფლებათდამცველად და ჰქონდა პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკური აქტივობებით, სწორედ ამას ვსაყვედურობთ ჩვენ მოქმედ სახალხო დამცველს. თუ ჯერ სახალხო დამცველი არ გამხდარა და ამას აკეთებს, ბუნებრივია, მომავალშიც იმავეს გააკეთებს და უფრო გამძაფრება, ხომ? ასეთი ადამიანი ალბათ არ იმსახურებს არც კომპრომისულ შეთანხმებას მის კანდიდატურასთან დაკავშირებით და არც სახალხო დამცველობას, ვერც შეძლებს. ხვალ რომ ადამიანს აირჩევ, რომელიც წინასწარ იცი, რომ ისევე დაკავდება პოლიტიკით, როგორც დღევანდელი სახალხო დამცველი აკეთებს, ამაზე არ წავალთ, მაგრამ კომპრომისზე რაღაც ხარისხით წამსვლელები ვართ, ოღონდ ევრორეკომენდაციის პუნქტი არ ჩაგვივარდეს“, – განაცხადა მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები