აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:44 Second

თუ მათგან („ნაციონალური მოძრაობა“) ვიღაც მართლა გონს მოვიდა და ამბობს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი, დავსხდეთ და რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა მივიღოთ, ეს პოზიტიური მესიჯია და მივესალმებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტი არის თავდაცვის მექანიზმი.

„მაგრამ შეუთავსებლობები ბევრია. პირველი, ბოიკოტი და 12 რეკომენდაციის შესრულების მიზანი არის ორი ერთმანეთის მიმართ შეუთავსებელი რამ, მეორე – გინდათ სერიოზული ქცევა მოსთხოვოთ ხაბეიშვილი რომ არის თავმჯდომარე იმ პარტიას და ესეც შეუთავსებელია – სერიოზული ქცევა და ხაბეიშვილი თავმჯდომარედ, ესეც ორი შეუთავსებელი რამეა და მესამე – ისინი არეულები არიან თავის საქციელებში. თუ მათგან ვიღაც მართლა გონს მოვიდა და ამბობს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი, დავსხდეთ და რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა მივიღოთ – ეს პოზიტიური მესიჯია და მივესალმებით. ძალიან გამიკვირდა, მითხრეს, რომ ხატია დეკანოიძეს უთქვამს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი და ჩვენ პარლამენტში უნდა ვიჯდეთო. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელი ასე პოზიტიურად იწყებს ფიქრს, მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა ცოტა ძნელი – დასაჯერებელი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები