აპრილი 17, 2024
0 0
Read Time:53 Second

ამ ქვეყანაში ყველაზე მდიდარი რამდენიმე ენჯეო, რომ არის „ნაცმოძრაობის“ დანამატი და არამხოლოდ ნაცმოძრაობის: მათ ერთი დავალების მიმცემი ჰყავთ რაღაც ხაზით და ეს იკვეთება მათ საერთო მესიჯბოქსში, – ამის შესახებ „ღამის კურიერის” ეთერში, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კორუფციის აღქმის ინდექსის რეიტინგში საქართველოს 41-ე ადგილზე დაწინაურება „საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ნეგატიურად შეფასდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის 116-ე ადგილი ამავე ორგანიზაციის უკრაინის ოფისმა დადებითად შეაფასა.

„რა გააკეთა “გამჭვირვალობამ” უკრაინის შემთხვევაში და რა გააკეთა საქართველოში? – უკრაინა არის 116-ე ადგილზე, საქართველო 41-ე ადგილზე. იქაური “გამჭვირვალობის” მხრიდან უკრაინაზე პროგრესის შესახებ ნიუსი გავიდა. საქართველოში წინ წავიწიეთ, რამდენიმე ქვეყანას გავუსწარით, მათ შორის, 10-ზე მეტ ევროპულ ქვეყანას და ოცეულში მოვხვდით ამ ინდექსის ისტორიაში პირველად. ეს, უკრაინელებისგან განსხვავებით, ჩვენი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენლებმა უკიდურესად ნეგატიურად შეაფასეს. ეს არის განსხვავება: შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც პროგრესსაც კი, უბედურებად და ქვეყნის ჩამოქცევად წარმოგიდგენენ, არათუ რეალურ გასაკრიტიკებელს, რომელსაც საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. უკრაინული გამჭვირვალობა კი 116-ე ადგილს პროგრესად წარმოაჩენს. ეს არის განსხვავება საკუთარი სამშობლოს სიყვარულს, დამოკიდებულებას და მავნებლობას შორის, იმიტომ რომ დაგავალეს და ასეთი საერთო მესიჯბოქსია შემუშავებული.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები