მარტი 29, 2024
0 0
Read Time:48 Second

 

„კვლევის ალოკაციის გარეშე გამოცხადების ერთადერთი მიზანი და მიზეზი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება იყო, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში რაღაცნაირად ჩააქრონ მუხტი, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ასე არ ხდება, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაციები, „აი-პი-ემი“ და CRS-ი, ყველამ იცის, რომ ორივე „ნაცმოძრაობის“ სატელიტიც არა, მათი ორგანიზაციებია.
„ისინი ალოკაციის გარეშე აქვეყნებენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მონაცემებს. იგივე კვლევაში, „ნაცმოძრაობისა“ და სხვა პარტიების მონაცემები ალოკაციის გარეშე არ იყო. რეალურ მონაცემებს ემთხვევა Edison Research-ის კვლევა, ოღონდ , ჩვენი რეიტინგი – ალოკაციის გარეშე და ყველა დანარჩენის – ალოკაციით. წარმოიდგინეთ მანიპულირების ხარისხი ქართული საველე სამუშაოების ჩამტარებელი ორგანიზაციის მიერ. ქართული საზოგადოება არის ძალიან ბრძენი, ძალიან გაიზარდა და კარგად ხვდება. თუ ადრე იყო მხოლოდ სამი ტელევიზია და „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისთვის მუშაობდნენ, დღეს სატელევიზიო სფერო მრავალფეროვანია. უყურებენ ოპოზიციურ არხებსაც, სადაც არის ტყუილი, სპეკულაციები, მოგონილი ამბები, უყურებენ სხვა საშუალებებსაც და დასკვნა გამოაქვს ძალიან სწორი. სწორედ ამის შედეგია, რომ 60%-ს უახლოვდება „ქართული ოცნების რეიტინგი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები