მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიცია მოახერხებს ერთი სახელმწიფოებრივი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც, ვფიქრობთ შეთანხმებას მივაღწევთ

Read Time:49 Second

ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდება გარკვეულ საკითხებზე, რაც მათი მხრიდანაც კომპრომისად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოახერხებენ ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც და ეს ნაბიჯი რაციონალური და ამავდროუდად სახელმწიფოებრივიც იქნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად გარკვეული ვადა არსებობს, თუმცა ეს ვადა არ არის დათქმული.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული ვადა, ეს ვადა არ არის დათქმული, მაგრამ არსებობს პირობითი ვადა იმისთვის, რომ მხარეებმა შეთანხმება მოახერხონ. ჩვენ შეგვიძლია მთელი რიგი გადადგმული ნაბიჯები დავასახელოთ, მათ შორის: საარჩევნო რეფორმა, საგამოძიებო კომისია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი იმ შემთხვევაში, თუ 1%-იან გადახრას მაინც ვინმე იპოვის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და ა.შ. ეს არ არის პატარა ჩამონათვალი, სამწუხაროდ, ჯერ არც ერთი ნაბიჯი, მიუხედავად მათი განცხადებებისა, ჩვენ ოპოზიციისგან არ გვინახავს.

ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში, რომ ისინი ჩამოყალიბდებიან გარკვეულ საკითხებზე, რაც მათი მხრიდანაც კომპრომისად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოახერხებენ ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც და ეს ნაბიჯი რაციონალური და ამავდროუდად სახელმწიფოებრივიც იქნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ გომელაური: შსს აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ
Next post ვახტანგ გომელაური: შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა