მამუკა მდინარაძე: ვფიქრობ, რომ კომისიის შეფასებების შემდეგ შევძლებთ შევჯერდეთ სახალხო დამცველის კანდიდატზე. ეს ოპტიმიზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატს

Read Time:46 Second

მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ პოლიტიკური სპექტრი სახალხო დამცველის არჩევას შეძლებს.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ევროკავშირის რეკომენდაციას, სამწუხაროა, რომ მის აღსრულებაში სამმა რადიკალურმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა. პირველი მოსმენისგან განსხვავებით მხარი აღარ დაუჭირეს. შემდეგ ორმა მათგანმა იფიქრა, რომ ეს იყო ძალიან დამაზიანებელი მათთვის მხოლოდ და მხოლოდ (იმიტომ რომ ქვეყნისთვის დამაზიანებლობის საკითხზე ისინი დიდად არ შფოთავენ და არ ზრუნავენ ხოლმე, რომ გამოასწორონ ეს ყველაფერი) და კარგია, რომ შემოვიდნენ კონსულტაციებზე, სადაც 9-კაციანი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებას განვიხილავდით. იქ რაიმე არსებითი წინააღმდეგობა არ ყოფილა. მგონია, კამერები სადაც არ არის, იქ მეტია შანსი გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების. ვფიქრობ, რომ 9 კაციანი კომისიის შექმნის შემდეგ, მათი შეფასებების შემდეგ შევძლებთ შევჯერდეთ [სახალხო დამცველის] კანდიდატზე. მით უმეტეს, ეს ოპტიმიზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია არ გადაწყვეტს საბოტაჟი გამოუცხადოს ამ პროცესს, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართულმა ოცნებამ“ სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა
Next post იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგი დაიწყო