მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტარების მთავარი ინტერესი, სუბიექტურიც და ობიექტურიც, არის საქართველოსთან მეგობრობა

Read Time:46 Second

ევროპარლამენტარების მთავარი ინტერესი, სუბიექტურიც და ობიექტურიც, არის საქართველოსთან მეგობრობა და საქართველოს ისეთი მომავალი, როგორიც ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„სხვა საკითხია ევროპარლამენტარების კრიტიკა, მათი კრიტიკის თითოეული პუნქტი არის ყურადსაღები. ბუნებრივია, შენს ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენაზე შენ გაკისრებენ პასუხისმგებლობა, რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს ოპოზიცია. ეს ბუნებრივია და არავის გვიკვირს. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ამ ქვეყანაში ისე დავალაგოთ ყველაფერი, რომ თუნდაც ოპონენტი იძულებული გახდეს ხელი მოაწეროს იმას, რაც არის მართალი, რაც უნდა ევროკავშირს და რაც უნდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს მარტივად გასაგებია. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ახლა საქმეზე უნდა გადავიდეთ. როდესაც გავდივართ და მოსახლეობას ვხვდებით, ისინი მოლაპარაკებებზე კი არ გველაპარაკებიან, გველაპარაკებიან პროდუქტების ფასებზე, მიმდინარე პროქტებზე. გასაგებია, რომ ოპონენტების ხელში არის ბერკეტები, მედიები, რაც აქამდე საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ამბობენ რაც უნდათ და როგორც უნდათ, მაგრამ ჩვენს თავზე აღებული პასუხისმგებლობა არ გამოიხატება მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციასთან შეთანხმებაში, გამოიხატება ხალხის საზრუნავზე ორიენტირებაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მანდატების შეწყვეტის მოთხოვნას ალბათ არც ახლა დავუკმაყოფილებთ
Next post ხატია დეკანოიძე: დანიელსონის დოკუმენტზე, რომელიც პრაქტიკულად მიუღებელია, ჩვენი ხელმოწერა არ იქნებოდა