მამუკა მდინარაძე: დავით გარეჯის საქმეში, ოპოზიცია დასდევს რუსულ კვალს, რომელიც არ არსებობს

Read Time:46 Second

დავით გარეჯის საქმეში, ოპოზიცია დასდევს რუსულ კვალს, რომელიც არ არსებობს. ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ამბობენ, რომ რუსეთი აკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის საქმეს. წარმოუდგენელი აბსურდია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„საქმეში არსებული 7 თუ 8 რუკიდან აქცენტს აკეთებენ კონკრეტულ რუკაზე, რომელიც რუსულია. მაშინ რუსეთი იყო მთელი საბჭოთა კავშირის ქვეყნები. პრაქტიკულად, დაპყრობილები ვიყავით და საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, სამწუზაროდ. მაშინ, ის რუკები იბეჭდებოდა რუსეთში და საბჭოთა კავშირში. არავინ ახსენებს სხვა რუკებს – გერმანულს, ამერიკულს. მათ შორისაა რუკები, რომლებიც, საბჭოთა კავშირის დროსვე, საქართველოში იყო დაბეჭდილი. ეს რუკები ამოღებულია ჩხრეკის დროს ან არქივიდან. ათამდე რუკას შორის, მაინცდამაინც, რუსეთზე იმიტომაა აქცენტი, რომ ეს ნარატივი, რომელიც მათ ტკეპნეს 2008 წლიდან, კიდევ უნდათ, გატკეპნონ. ეს სპეკულაცია უკვე ძალიან ზედმეტია. დღეს საუბარია ქართულ, ეროვნულ ინტერესზე, მის სიწმინდეებზე, მის მიწაზე და ასე, უარგუმენტოდ, გაიძახიან „რუსეთი, რუსეთი“. რატომ, ამას კაციშვილი ვეღარ ხვდება. ერთ-ერთი რუკა რუსეთიდანაა მოძიებულიო და, ამაზე აგებენ მთელ ნარატივს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში მულახის თემის სოფლების, მოსახლეობას შევხვდა
Next post ევროკავშირი საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედია მომსახურებისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში მიღწეულ შედეგებს წარმატებულად აფასებს