მამუკა მდინარაძე-გულწრფელად ვაღიარებ, ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები ფიქრობენ იმაზე გაცილებით დახვეწილად, ვიდრე, ჩვენ მათ ასაკში.

Read Time:39 Second

მამუკა მდინარაძე: პარლამენტის სტაჟიორებში არის უდიდესი პოტენციალი, რომ მათგან კარგი პოლიტიკოსები, მენეჯერები და პროფესიონალები გამოვიდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საქართველოს პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლეები, არსებული მიღწევები და გამოწვევები მიმოიხილეს. 

„ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები ფიქრობენ იმაზე გაცილებით დახვეწილად, ვიდრე, გულწრფელად ვაღიარებ, ჩვენ მათ ასაკში. არიან საოცრად კრეატიულები, დახვეწილები, სწორად ფიქრობენ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, სამართლებრივ სფეროებზე. ხედავენ პლიუსებს და მინუსებს რეალურად. ვფიქრობ, რომ პარლამენტის სტაჟიორებში არის უდიდესი პოტენციალი, რომ ხვალ მათგან გამოვიდნენ კარგი პოლიტიკოსები, კარგი მენეჯერები და პროფესიონალები. პოზიციის მიმღებლობა აქვთ სწორი და არიან, ამავე დროს, ძალიან კრიტიკულები. ეს ყველაფერი ერთად იძლევა იმის დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდობა და მათში არის უდიდესი პოტენციალი“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალპინისტები ევერესტზე საცობში მოჰყვნენ
Next post 14 წლის ეკატერინე წივწივაძე – ქართველი გოგო რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე კალათბურთელთან ნაკრებში ითამაშებს