მარტი 29, 2024
0 0
Read Time:58 Second

მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს გლობალ პოინტთან, რომელმაც უნდა გაუწიოს პიარ კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით, – ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში , მის მიერ მიღებული ინფორმაცია ექსკლუზიურად გააჟღერა.

მამუკა მდინარაძის თქმით, აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ შეატყობინეს.

“მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს “გლობალ პოინთთან“, როგორც ჩანს არის ასეთი ორგანიზაცია, რომელიც არის ლობისტური, პიარ-საკონსულტაციო კომპანია, რომელიც იღებს თავის მხრივ პასუხისმგებლობას, რომ გაუწიოს პიარ კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით და დააორგანიზოს ამ თემისთვის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. იხდიან საკმაოდ სერიოზულ თანხას, 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე ფორმდება კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან და მთავარი მოთხოვნაა ამ კონტრაქტის, პირობების შესრულება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება მიხეილ საააკაშვილი “ჰუმანიტარული მისიით”.

პირველი რეაქცია რაც არის ჩემი, გაუფილტრავად ამას გეტყვით, რასაც ვფიქრობ – ეს არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამას საერთო არაფერი აქვს არც სამართალთან, არც ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სუფთა პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური კამპანიაა, რომლის საფუძველზეც უნდა გამოიწვიონ ამ ქვეყანაში არეულობა. მისი ჩამოსვლის პირველი მიზანი იყო ქვეყნის არევა. რეალური გზა მისი გათავისუფლების უნდა იყოს სამართლებრივი. ეს [ინფორმაცია] ადასტურებს, რომ არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი, თავისი პოლიტური მიზნებით. ახლა ეს ინფორმაცია შეგვიძლია გადავაზუსტოთ. მე ამის შესახებ ისეთი ხალხი მწერს, ინფორმაციის რეალობაშიც ნამდვილად არ მეპარება ეჭვი,” – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები