მარტი 29, 2024
0 0
Read Time:58 Second

მამუკა მდინარაძე: რუსი დეპუტატების მხარდაჭერით იქნა არჩეული გიგი წერეთელი და ამასთან დაკავშირებით, კომენტარები აქვს გაკეთებული – ასეთი თუ ისეთი, აღარ აქვს მნიშვნელობა

რამდენიმე სააგენტოა, სადაც დაფიქსირებულია ის ფაქტი, რომ გიგი წერეთელი მადლობას უხდის რუსეთის დუმის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ მას მხარი დაუჭირეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მისი თავმჯდომარის პოსტზე განწესებასთან დაკავშირებით. ეს არის ფაქტი,- ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, გიგი წერეთელს გამოეხმაურა.

„სად უნდა წაიღოთ ფაქტი იმის შესახებ, რომ ამ ადამიანებმა, თან კოვალიოვი იყო ფსბ-ს ხელმძღვანელი და ამ ადამიანის მხარდაჭერით ხართ ამ თანამდებობაზე განწესებული. ოდიოზური ფიგურები იყვნენ ჩამოსულები საქართველოში, მაშინ აწყობდათ ეს ამბავი და არ ახსოვდათ ის კანონი, რომელზეც გიორგი კანდელაკი საუბრობს. ჩვენ შემთხვევით არ ვახსენებთ რეზოლუციას, სადაც იყო მოღალატეობრივი ჩანაწერი მხარდაჭერილი ამ ადამიანების მიერ. სპუტნიკზე“ იყო საუბარი, რაც მე ვაჩვენე, პირად საუბარში. „სპუტნიკს“ მე ჩამოვუდექი და მივეცი ინტერვიუ თუ რაში იყო საქმე? რუსული წყაროებიდან ხელმძღვანელობსო – „სპუტნიკს“ მე ჩამოვუდექი და მე მივეცი ინტერვიუ? თუ „ლიბერალიც“ რუსული წყაროა? ეს არის მათი მთლიანი გენეტიკური კოდი, მათი პოლიტიკური ძალის გენეტიკური კოდი და დავანებოთ თავი, ვინ რა თქვა, არ თქვა, გაუყალბეს თუ არა – მათ რეზოლუციას თავის დროზე დაუჭირეს მხარი და ეს იყო ღალატი რუსეთის სასარგებლოდ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები