მარტი 28, 2024
0 0
Read Time:46 Second

რომ გაგებედათ და ერთი ორჯერ თქვენ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი მოგეყვანათ პარლამენტში, ასე ჩამოგეშვათ ეკრანი და გეჩვენებინათ კადრები, წარმოიდგინეთ, რა კადრების ნახვა მოუწევდა მაშინ თქვენ მინისტრს, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმცირესობის წარმომადგენელს, გიგა ბოკერიას, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიდეოკოლაჟი გაუშვა, რომელსაც მან პირობითად „კადრები რეალითი შოუდან“ უწოდა.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ასეთი კადრები რომ ეჩვენებინათ, მოკლე კოლაჟში ვერ ჩაეტეოდა.

მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა თინა ბოკუჩავას გამოსვლას, რომელმაც გიორგი გახარიას მიმართა და განაცხადა, რომ უნამუსობაა სკოლის დირექტორის სიკვდილამდე მიყვანა იმიტომ, რომ მას არ სურდა სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვა.

“თინა ბოკუჩავას გაუკვირდა, რამ აღგაშფოთათ უმრავლესობის წარმომადგენლებიო და აგიხსნით, რამ აღგვაშფოთა. ის კი არ არის აღმაშფოთებელი, რასაც თქვენ აქ, თქვენი ბუნებრივი მდგომარეობის გამო აკეთებთ და გაწიწმატებულები ხართ. აღმაშფოთებელი არის დამახინჯებული ფაქტებით რაღაცას რომ გაბრალებენ, შემდეგ ამაზე უსინდისოს რომ გიწოდებენ და კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იცით რა არის? ამას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომ აკეთებს. ეს არის მარაზმი, ეს აღმაშფოთებელიც აღარ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები