აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:30 Second

აქტუალურია ოპოზიციასთან დიალოგის საკითხი, ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციაც, რომ მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგავენ, – ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ოპოზიცია დააყენებს კონკრეტულ წინადადებებს, როგორც ჩვენ ვამბობდით, ეს წინადადებები იქნება კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა“,- აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით შეიქმნა ე.წ დოკუმენტი, რომელიც შეიცავს 6 პუნქტს. „აქ არის საკითხები, რომელზეც შეუძლებელია მსჯელობა, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ შეიძლება ამ საკითხებზეც ვილაპარაკოთ. არის საკითხები რაზეც ამ დათქმების გარეშეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ და საკითხები რომლებიც რეალიზებაშია და მოქმედებაშია მოყვანილი. მაგალითად საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები