მარტი 28, 2024
0 0
Read Time:35 Second

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის დანარჩენ წევრებს შორის ცალკეულ პოზიციებზე თანხმობის მიღწევა მოხერხდა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ მათ შორის შეთანხმება შედგება.

„ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ სამ თემაზე: პირველი თემა შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარისა და ჩვენს შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს შეთანხმებაზე საბოლოოდ არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ 2-3 დღე ავიღეთ ყველამ, რათა გარკვეული ტექნიკური დეტალები შევაჯეროთ და უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება იმიტომ, რომ პრინციპული თანხმობა ჩვენს პოზიციებს შორის არის და პოზიციები დავაახლოეთ, მაგრამ ვიდრე საბოლოო ტექნიკურ დეტალებსა და სხვა დეტალებს არ შევაჯერებთ, ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ გავახმოვანებთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები