მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 17 Second

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების თითქმის 4 მილიონი ლარით შემცირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ  ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არაადეკვატურია, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამივლინებო თანხა და პარლამენტის სამივლინებო თანხა 2-2 მილიონი ლარია.

მდინარაძე ამბობს, რომ საკითხი სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს.

„ვფიქრობ, საპარლამენტო ფორმატში, სესიაზე კიდევ ერთხელ იქნება ამ საკითხის განხილვა. საბოლოო არ არის ეს გადაწყვეტილება, ამას მივუბრუნდებით და ვიმსჯელებთ. რაც შეეხება შტატების და ხარჯების შემცირებას, ვფიქრობ, ეს სპეკულაციის საგანი ნამდვილად არ უნდა იყოს. რამდენად ესაჭიროება პრეზიდენტს 150 თანამშრომელი, ეს სხვა საკითხია. ასევე, რამდენად ესაჭიროება მაგალითად, პარლამენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ერთი და იგივე თანხა მივლინებებისთვის, მაშინ როდესაც 2 მილიონი ლარი იყო პარლამენტისთვისაც და 2 მილიონი იყო პრეზიდენტის სამივლინებო ფონდიც, ვფიქრობ, ეს არაადეკვატურია. ამ შემთხვევაში ეს ხარჯი 1 მილიონზე დაბლა არ ჩამოდის. გასაგებია, რომ იქ „სტაფიც“ არის, მაგრამ პარლამენტშიც არის 700-კაციანი „სტაფი“. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც არ შეუშლის ხელს პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილების მაქსიმალურად სწორად განხორციელებაში. ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა ოპონენტებმა, მაგრამ ამის მიუხედავად საკითხს სპეკულაციის საგნად ხდიან“, – განაცხადა მდინარაძემ და განმარტა, რომ „გამოთავისუფლებული თანხა მოხმარდება საზოგადოების სხვა ინტერესებს“.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება. პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია 6 მილიონი ლარით, მაშინ როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით, სავარაუდოდ, უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რადგან მასში ამ დროისთვის ნული ლარია გაწერილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები