აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 12 Second

ფიქრადაც არ გაგვივლია, ეს არის ტყუილი და დაბრალება, რომ თითქოს, მმართველი გუნდი არჩევნების გადადებას ფიქრობ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა მეორედ არ გაჩერდება, რადგან ჯანდაცვის სიტემა ახლა უფრო გამოცდილი და მომზადებულია პანდემიასთან საბრძოლველად. მამუკა მდინარაძის თქმით, კოვიდითთ სიკვდილიანობის პროცენტის შემცირება იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი არაფრად მივიჩნიოთ და ერთმანეთს არ გავუფრთხილდეთ.

„ძალიან კრიტიკული გაზაფხული გვქონდა. დღეში, ქვეყნის მასშტაბით 200 ტესტამდე კეთდებოდა და მსოფლიოში სიკვდილიანობა შვიდ პროცენტზე იყო. იყო ქვეყნები, სადაც 10-15 პროცენტამდე იყო. ჩვენ ყველაზე კრიტიკული მომენტი გადავლახეთ. მსოფლიოს მიდგომა, რომ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ, სწორი მიდგომაა, რადგან ჩაკეტვა და უმკაცრესი ღონისძიებები, რაც გამართლებული იყო და რისი შედეგიც ვნახეთ პირველ ეტაპზე, გამართლებული არ არის და მსოფლიოც ასე იქცევა. არჩევნების საკითხსაც ასე უნდა მივყვეთ – არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, ეკონომიკაც არ უნდა გავაჩეროთ, რადგან ამისი აუცილებლობა არ არის, მაგრამ ამავე დროს, სიკვდილიანობის პროცენტის ასე შემცირება იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი არაფრად მივიჩნიოთ და ერთმანეთს არ გავუფრთხილდეთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეიძლება, ეს მდგომარეობა ერთი წელი იყოს და ეკონომიკას ვერავინ გააჩერებს. პირველ ეტაპზე, როცა ვირუსს არ იცნობდნენ, ჯანდაცვის სისტემა ასეთი მომზადებული არ იყო, მაშინ საჭირო იყო ის ღონისძიებები, რამაც შედეგი მოიტანა, მაგრამ დღეს ამის აუცილებლობა არ არის, ვირუსს ერთად უნდა ვებრძოლოთ. სხვათა შორის, ოპოზიციის მხრიდან ბრალდება წამოვიდა, რომ ხელისუფლებას სჭირდება არჩევნების გადადებაო. ფიქრადაც არ გაგვივლია, ეს არის ტყუილი და დაბრალება, რომ თითქოს, მმართველი გუნდი არჩევნების გადადებას ფიქრობს. არანაირი საჭიროება გადადების არ არსებობს, რადგან ვირუსთან თანაცხოვრება არა მხოლოდ ეკონომიკის არჩაკეტვას, არამედ არჩევნების ჩატარებასაც გულისხმობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები