აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:25 Second

მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა არხმა იაპონიის ნაკრებისა და იაპონური სანვულვზის მორაგბე შოტა ჰორი ჩაწერა. იაპონელმა მორაგბემ ვიდეოში ის 5 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც მისი აზრით საუკეთესოები არიან. შოტამ ხუთეულში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ტულონის მორაგბე მამუკა გორგოძე შეიყვანა. შეგახსენებთ, რომ შოტა ჰორის თანაგუნდელი სანვულვზში ‘ბორჯღალოსანი’ ჯაბა ბრეგვაძეა.

შოტა ჰორი მამუკა გორგოძეზე: ‘საქართველოს მერვე ნომერი – გორგოძე. მას ყველაფერი შეუძლია, უამრავი სასარგებლო უნარი აქვს. ცალი ხელით ძალიან კარგად თამაშობს და ძალიან ძლიერია.

მამუკა გორგოძის გარდა, ჰორის რჩეულთა შორის დეინ კოულსი, ტომ ინგლიში, ბერიკ ბარნსი და დევიდ ფოქოქი მოხვდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები