მარტი 29, 2024
0 0
Read Time:42 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაღალი სამოქალაქო პასუხსიმგებლობისთვის ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ცესკო-ს მიერ ხმების 100 პროცენტი დათვლილია, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყანაში შედგა.

„სალომე ზურაბიშვილმა თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მას უკვე მიულოცეს პრეზიდენტად არჩევა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერებმაც . არჩევნებზე დაფიქსირდა მაღალი აქტივობა. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ამომრჩეველს გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. მადლობა ცესკო-ს ყველა თანამშრომელს საარჩევნო პროცესის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს, ბევრ მათგანს პირადად ვთხოვე გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და როგორც პირველ, ასევე მეორე არჩევნების დროს იყო ასეთი დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ბევრ უბანზე. მადლობა შსს-ს როგორც პირველ ასევე მეორე ტურში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, მიუხედავად პროვოკაციებისა და ექსცესებისა მათ თავიანთი მოვალეობები მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს ნდობის ასეთი ხარისხისთვის”, – განაცხადა ბახტაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები